სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

AACC-ის შესახებ

როგორც დინამიური ბიზნეს პროცესების აუთსორსინგული კომპანია, AACC დამკვეთსა და პარტნიორებს მომსახურებებს სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური აღრიცხვა, საგადასახადო აუდიტი, კორპორაციული ფინანსები, ადამიანური რესურსების ადმინისტრირება და მენეჯმენტი (HRM), იურიდიული მომსახურება, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მხარდაჭერა, ERP პროგრამირება და რისკების კონსულტირება.

დღეს, ტრანსფორმაციულ მსოფლიოში გამოცდილი პროფესიონალებისგან მიღებული საკონსულტაციო და აუთსორსინგული მხარდაჭერა ერთ-ერთ სავალდებულო და საჭირო სერვისად იქცა, რადგან სწორედ ასეთი სერვისების მეშვეობით კომპანია იღებს მომსახურების უფრო მაღალ ხარისხს ბევრად დაბალ ფასად.

დღეის მდგომარეობით AACC აერთიანებს 80+ კვალიფიციურ და სერტიფიცირებულ პროფესიონალს, რომელთაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე აუთსორსინგული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა ინდუსტრიაში ოპერირებად კომპანიებთან.

AACC-ის გუნდის თითოეული წევრის მუშაობის მთავარი პრინციპი არის დამკვეთზე/კლიენტზე მორგებული საჭიროებების სწორად განსაზღვრა და ამ საჭიროებებზე დაფუძნებული პრაქტიკული და მოქნილი გადაწყვეტილებებით ოპერირება.

ხარჯების ეფექტურობა, კანონმდებლობასთან ინტეგრირებული გადაწყვეტილებები, მომსახურების მაღალი ხარისხი და კომპლექსურობა - AACC-ის გუნდის ძლიერი მხარეებია. სრულფასოვნად მოგვანდეთ თქვენი ბიზნესის საოპერაციო მიმართულებები, თავად კი ფოკუსირდით სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე!

counter icon
პროექტები
ეფექტური აღსრულება, ინოვაციური აზროვნება, მოქნილობა.
counter icon
კლიენტები
სანდო პარტნიორობა, ეფექტური თანამშრომლობა, გარანტირებული შედეგები.
counter icon
გუნდი
15+ წლიანი გამოცდილება, სერტიფიცირებული სპეციალისტები.

ვაძლიერებთ ბიზნესს სტრატეგიული, მოქნილი და ოპტიმიზირებული გადაწყვეტილებებით!

პარტნიორები