სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი მიზნად ისახავს საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას და აღმოფხვრას. ჩვენი კვალიფიციური გუნდი დაგეხმარებათ კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრაში.

AACC-ის 15+ წლიანი გამოცდილების პროფესიონალთა გუნდი პარტნიორებს სთავაზობს გამჭვირვალე, მარტივ და მაქსიმალურად მოქნილ თანამშრომლობის სქემას, რომლის მიხედვითაც ჩვენი სერვისები სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლების მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

კომპანიების საქმიანობის სფეროში დაბეგვრის სისწორის განსაზღვრა და საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები; 
ყველა ტიპის დეკლარაციების კანონმდებლობის ცვლილებისა თუ რეგულაციების დაცვით წარდგენის უზრუნველყოფა; 
ბიზნესისათვის დამახასიათებელი საგადასახადო რისკების გამოვლენა და მინიმუმამდე დაყვანის რეკომენდაციები; 
შემოსავლების სამსახურის მიერ სავარაუდო დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დავების ყველა ეტაპზე  კომპანიის წარმომადგენლობა ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებებში;
საგადასახადო აუდიტის კლიენტზე მორგებული პაკეტის შეთავაზება (წლიური აუდიტი, კვარტლური აუდიტები და Per Case Audit); 
ზეპირი და წერილობითი საგადასახადო კონსულტაცია.

არჩილ მაჭარაშვილი

მმართველი პარტნიორი

კვალიფიციური საგადასახადო ექსპერტი 20+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით ფინანსებსა და ბუღალტერიაში