სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

იურიდიული კონსულტირება და მომსახურება

თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესის გამართულად ოპერირებისთვის, სწორად შემუშავებული სამართლებრივი ნორმები და გაწერილი პროცესები, სავალდებულო და აუცილებელი კომპონენტია. შრომით თუ სხვა სახის საკანონმდებლო ნორმებში ხორციელდება ხშირი ცვლილებები, ბიზნესი ვალდებულია დაუყოვნებლივ ასახოს ეს ცვლილები კომპანიაში. AACC-ის 15+ წლიანი სამუშაო გამოცდილებს მქონე იურისტთა გუნდი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით.

სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების შედგენა;

ხელშეკრულების დადებასა და შესრულების პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენა;

ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და წამოჭრილი პრობლემატური საკითხების შეფასება/გადაჭრა;

სამართლებრივი დასკვნის მომზადება;

სახელშეკრულებო დავებზე წარმომადგენლობა სასამართლოში.


ადმინისტრაციული საჩივრის მომზადება;

კონსულტაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში;

ადმინისტრაციული სარჩელის/შესაგებლის და სხვა საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;

ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებით წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში;

ლიცენზიებისა და ნებართვების მოსაპოვებლად საჭირო სამართლებრივი მხარდაჭერა.


შრომითსამართლებრივი დოკუმენტაციის (შრომითი ხელშეკრულებები, შინაგანაწესი და სხვა) მომზადება, არსებული დოკუმენტების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;

კონსულტაციების, მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება შრომითი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, შრომითი დავების თავიდან აცილების მიზნით; 

სამართლებრივი დასკვნის მომზადება შრომით საკითხებზე;

შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოსა და მედიაციაში წარმომადგენლობა;

შრომის ინსპექციის რეკომენდაციების შესრულების სამართლებრივი უზრუნველყოფა/სანქციების გასაჩივრება.


კომპლექსური კომერციული ტრანზაქციების სრული სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტაცია;

M&A ტრანზაქციებში სრული სამართლებრივი მხარდაჭერა  და კონსულტაცია;

იურიდიული კონსულტაციების გაწევა სამეწარმეო საზოგადოების სასურველი სამართლებრივი ფორმის შესარჩევად;

სამეწარმეო საზოგადოების, უცხო ქვეყნის ფილიალის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, პარტნიორთა შეთანხმება და სხვა),  მომზადება და რეგისტრაცია; 

სამეწარმეო საზოგადოების არსებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში/რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მომზადება და რეგისტრაცია;  

სამეწარმეო საზოგადოების ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება და  მმართველობითი ორგანოების შექმნა, შიდა კორპორაციული დოკუმენტების მომზადება;  

ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებთან სასამსახურო ხელშეკრულებების მომზადება;

ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მომზადება;

სრული სამართლებრივი მხარდაჭერა ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში;

სრული სამართლებრივი მხარდაჭერა გადახდისუუნარობის/რეაბილიტაციის პროცესში;

სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციაში და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა საკორპორაციო სამართლის სხვადასხვა საკითხებზე/დავებზე;

კონსულტაციებისა და მოლაპარაკების წარმოება.


საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება;

სავაჭრო ნიშნის, ლოგოსა და პატენტის რეგისტრაცია;

ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.


კონსულტაციები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

უძრავი ქონების სამართლებრივი სტატუსის დადგენა;

ხელშეკრულებების მომზადება და იურიდიული ანალიზი;

საჯარო რეესტრში უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის პროცესის გაძღოლა, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია;

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები. 


სრული სამართლებრივი მხარდაჭერა ეროვნულ ბანკში ლიცენზირების/რეგისტრაციის პროცესში;

სრული სამართლებრივი მხარდაჭერა რეგულაციურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;

სხვადასხვა სახის შიდა-ორგანიზაციული პოლიტიკა-პროცედურების შემუშავება;

AML/CTF პოლიტიკა-პროცედურების შემუშავება;

წარმომადგენლობა/მოლაპარაკების წარმოება კომერციულ ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, აქციების რეგისტრატორებთან.


მედეა სვანიშვილი

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პროფესიონალი იურისტი სამოქალაქო და კორპორაციულ სამართალში 15+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით