სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება

ფინანსური აღრიცხვა  და ანგარიშგება, წამყვან როლს თამაშობს ბიზნესის წარმატებაში.

სწორ ფინანსურ რისკ-ანალიზზე შემუშავებული სტრატეგია და ბიზნესის სამომავლო გეგმების განსაზღვრა, გრძელვადიანი წარმატების უპირველესი საწინდარია. კომპანია AACC-ის 15+ წლიანი გამოცდილების პროფესიონალთა გუნდი დამკვეთ კომპანიებს ეხმარება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით შემუშავებულ ფინანსურ ანგარიშგებებზე დაფუძნებული ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებაში.

კომპანიის პროფესიონალი ფინანსისტების გუნდი, დამკვეთ კომპანიებსა და პარტნიორებს  უზრუნველყოფს  ისეთ ძირითად საკითხებზე კონსულტირებით, როგორიცაა: რისკისა და სხვადასხვა საკანონმდებლო თუ ფინანსური რეგულაციის გავლენა, კიბერ და ფინანსური დანაშაული, ფინანსური მომსახურების ახალი ტექნოლოგიები, FinTech და მომხმარებლის ცვალებადი სახე. 

ყოველთვიური ფინანსური აღრიცხვის წარმოება, როგორც ადგილზე მივლინებული თანამშრომლის მეშვეობით, ასევე დისტანცირებულად;
CFO აუთსორსი - ფინანსური მენეჯერი (ყოველთვიური რეპორტების მომზადება (Balance, Income statement, Cash Flow);
მონაცემების დაკარგვისგან კლიენტის მაქსიმალური დაცულობის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ყველა ტიპის დოკუმენტისა თუ სააღრიცხვო ბაზის მონაცემების შიდა დაცულ სერვერზე განთავსება და Cloud-ში ბექაფირება, AACC-ის  IT თანამშრომელთა მიერ;
ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS სტანდარტების შესაბამისად;
ორგანიზაციის ძირითადი/საოპერაციო, ფინანსური და საინვესტიციო საქმიანობის შემოსავლიანობისა და ეფექტურობის ანალიზი;
IFRS სტანდარტების დანერგვა და აღრიცხვიანობის შესაბამისობა სტანდარტებთან;
კომპანიის შიდა კონტროლის პოლიტიკის და პროცედურების შეფასება;
ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი; 
ხარჯების ანალიზი და კონტროლი;
Cash Flow-ს მართვა;
წლიური ბიუჯეტის მომზადება და გადახრების ანალიზი;
სტანდარტების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების მომზადება/წარდგენა reportal.ge-ზე.
ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების შემდგომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და ბიზნესის მფლობელებს ექნებათ უკეთესი შესაძლებლობა გამოავლინონ მოვლენების განვითარების არასასურველი ტენდენციები, მოახდინონ კონტროლის მექანიზმების კორექტირება, მიიღონ მართვის მეტად კომპეტენტური გადაწყვეტილებები და დაისახონ რეალური მიზნები, გათვლილი მყარ - გრძელვადიან წარმატებაზე.

მაია საათაშვილი

მმართველი პარტნიორი, დირექტორი

ACCA სერტიფიცირებული პროფესიონალი ფინანსისტი, 15+ წლიანი გამოცდილებით ფინანსურ მენეჯმენტში, ბუღალტერიასა და აუდიტში.