სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

TEAM BUILDING სერვისები

სამსახურში სტრესული სამუშაო გარემო, როგორც წესი, იწვევს თანამშრომელთა ენთუზიაზმისა და მოტივაციის შემცირებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში გუნდური მუშაობის წახალისება და სტიმულირება, რათა თანამშრომლები საკუთარი მიზნების მიღწევის პროცესში კონცენტრირებული იყვნენ ერთმანეთის დახმარებასა და მხარდაჭერაზე. რაც უფრო მეტად არის შეჭიდული გუნდი, მით მაღალია ორგანიზაციის მუშაობის ეფექტიანობა. ამ მიზნით ორგანიზაციები მიმართავენ გუნდური შეჭიდულობის სპეციალურ ტრენინგს.  

გუნდის მჭენებლობისა და გუნდური შეჭიდულობის მიზნებია:

გუნდში კეთილგანწყობილი კლიმატის შექმნა;

გუნდის შეკვრა, გუნდის წევრებს შორის მიმღებლობის, ემპათიის გაზრდა და პოზიტიური განწყობის  ჩამოყალიბება;

გუნდში კომპლექსური დავალებების შესრულებისათვის საჭირო მუშაობის უნარების გაძლიერება.



კომპანია AACC გთავაზობთ ერთჯერად და მრავალჯერად მომსახურებას პატარა და დიდი გუნდებისთვის გუნდური შეჭიდულობის (TEAM Building) მიმართულებით როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი გუნდებისთვის.

TEAM BUILDING-ს წარუძღვება კომპანიის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სერტიფიცირებული ტრენერი - ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალი 10 წლიანი სამუშაო გამოცდილებით როგორც სახელმწიფო უწყებებში ასევე კერძო სექტორში, მათ შორის საგანმანათლებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამავდროულად 5 წლიანი გამოცდილება ორგანიზაციული სტრუქტურირებისა და HR მენეჯმენტის, პროფესიული ორიენტაციის, გუნდების მშენებლობის მიმართულებით. 

დაკვეთის მასშტაბიდან გამომდინარე, TEAM BUILDING-ის აქტივობებში ჩართული იქნებიან კომპანიის HR დეპარტამენტისა და ასევე ტრენინგისა და განვითარების მიმართულების შესაბამისი თანამშრომლები. 


მირანდა გაბუნია

HR ბიზნეს პარტნიორი | HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

HR და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალი 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით