სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

images

აუთსორსინგული სერვისების ბენეფიტები

აუთსორსინგი არის კომპანიის გარეთ მხარის დაქირავების ბიზნეს პრაქტიკა მომსახურების შესასრულებლად ან სერვისის/პროდუქტის შესაქმნელად, რომელსაც აქამდე ტრადიციულად ასრულებდნენ კომპანიის შიდა თანამშრომლები და პერსონალი. აუთსორსინგი ამავდროულად არის კომპანიისთვის ხარჯების შემცირების არაჩვეულებრივი პრაქტიკა, ვინაიდან თითოეულ შეკვეთაზე ერთი თანამშრომლის ნაცვლად, კომპანიას ემსახურება პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. 

აუთსორსინგი დღეს იმდენად აქტუალური გახდა თანამედროვე ბიზნესის სამყაროში, რომ იგი შეეხო აბსოლუტურად ყველა დარგსა და მიმართულებას. გამოვყოთ ის ძირითადი ბენეფიტები, რასაც ბიზნესი იღებს პროცესების აუთსორსინგის შედეგად, ესენია: 

  • ხარჯების დაზოგვა: აუთსორსინგი შეიძლება დაეხმაროს ბიზნესს ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაში. გარე პროფესიონალთა რესურსისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კომპანიებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ თანამშრომელთა შიდა განვითარებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები.
  • ფოკუსირება ძირითად აქტივობებზე: აუთსორსინგი საშუალებას აძლევს ბიზნესის ხელმძღვანელებს ფოკუსირება მოახდინონ თავიანთ ძირითად კომპეტენციებზე და სტრატეგიულ მიზნებზე. შედეგად კი ხშირ შემთხვევაში ბიზნესის ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა ბაზარზე მკვეთრად იზრდება. 
  • პროფესიოანლურ რესურსზე ხელმისაწვდომობა: აუთსორსინგი ბიზნესს აძლევს წვდომას სპეციალიზებულ უნარებსა და გამოცდილებაზე, რომლებიც შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი შიდა რესურსით. ეს ხელს მკვეთრად უწყობს სერვისებისა და პროცესების ხარისხის გაუმჯობესებას.
  • მასშტაბურობა და მოქნილობა: აუთსორსინგი საშუალებას აძლევს ბიზნესს სწრაფად ადაპტირდეს ბაზრის ცვალებად პირობებზე და გააფართოვოს ოპერაციები ეფექტური გარე რესურსისა და ინსფრაქტრუქტურის დახმარებით.
  • რისკების მენეჯმენტი: აუთსორსინგი შეიძლება დაეხმაროს ბიზნესს გარკვეულ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების მართვაში, გარე პროვაიდერებს ხშირად შეუძლიათ შესთავაზონ რისკის მართვის უკეთესი სტრატეგიები და გადაწყვეტილებები, მათ შორის ტექნოლოგიური.
  • გაუმჯობესებული ფოკუსირება მომხმარებლებზე: ბზინეს პროცესების ოპერაციული მიმართულებებით აუთსორსინგით ბიზნესს შეუძლია მეტი რესურსი გამოყოს მომხმარებელთან დაკავშირებული აქტივობებისთვის, რაც გამოიწვევს მომხმარებელთა კმაყოფილების და ლოიალობის გაუმჯობესებას.
  • გლობალური წვდომა: აუთსორსინგი საშუალებას აძლევს ბიზნესს გააფართოვონ თავიანთი წვდომის არეალი, გამოიკვლიონ ახალი შესაძლებლობები და სხვა.
  • ინოვაცია: გარე პროვაიდერებს ხშირად მოაქვთ ახალი პერსპექტივები და იდეები, რაც ბიზნესს ხდის მეტად ინოვაციურს და ადაპტირებულს თანამედროვე გამოწვევების მიმართ. 

AACC, რომელსაც აუთსორსზე მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს, საკუთარი გამოცდილებითა და ცოდნით შემოგთავაზებთ აუთსორსულ სერვისებს თქვენს საჭიროებებზე მორგებული გეგმა-გრაფიკით, საფასო პოლიტიკითა და კომპფორტით. ჩვენს კომპანიას მკვეთრად აქვს გათავისებული, რომ აუთსორსი ათავისუფლებს ბიზნესის მფლობელს ყოველდღიური წვრილმანი დეტალისაგან, რათა მათი რესურსი და ყურადღება დაეთმოს ბიზნესის გლობალურად განვითარებისთვის აუცილებელ პროცესებს. 

ამრიგად, დამხმარე ოპერაციების გადაწყვეტა დაევალა პროფესიონალებს, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს სხვადასხვა რესურსების ხარჯების ოპტიმიზაციაზე. 

რა პროცესების მიღებას შეძლებთ კომპანია AACC_ში აუთსორსინგის კუთხით?

  • ბუღალტრული და საგადასახადო აუდიტი
  • ბუღალტრული აღრიცხვა 
  • ფინანსური აუდიტი
  • ფინანსური ანალიზი/ანგარიშგება, 
  • HR სერვისები, რეკრუტინგი, HR ადმინისტრირება და შრომით სამართლებრივი მიმართულება
  • იურიდიული და საგადასახადო მხარდაჭერა, ვალების/კრედიტების შეჯერება, მონაცემთა ბაზების შექმნა და შენახვა
  • IT სერვისები 
  • ERP პროგრამული უზრუნველყოფა.

აუთსორსინგის ფარგლებში შეგვიძლია მივავლინოთ ჩვენი თანამშრომელი  კლიენტის კომპანიაში მომსახურების გასაწევად ან/და  დისტანციურად გავუწიოთ სრული ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა/რეპორტინგის მომსახურება.

მომსახურება მოიცავს საგადასახადო დეკლარაციების, სტანდარტებთან შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას, ფინანსურ რეპორტინგს: მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი, ბალანსი, კაპიტალის მოძრაობა. გვაქვს ასევე ფინანსური აღრიცხვის პროგრამა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოერგოს სხვადასხვა ინდუსტრიაში ბიზნესის მწარმოებელ კომპანიებს ისე, რომ მათ ხელმძღვანელებს ექნებათ წვდომა ნებისმიერი ტიპის ანგარიშგებებთან მათთვის მისაღები ფორმით.